როდესაც სტიგ ლარსონი, გარდაცვალების შემდგომ, თავისი დაუმთავრებელი "მილენიუმით"მსოფლიო ბესტსელერების სიაში შეიჭრა, ის არ ყოფილა ამ სიაში ერთადერთი სკანდინავიელი: იქ, უკვე კარგა ხანია ეწერებიან იუ ნესბედა ჰენინგ მანკელი. გასართობი თხრობის სტილი, რომელშიც ასახულია საზოგადოების დაცემა, არც ეს ყოფილა ლარსონის აღმონაჩენი - ეს, ჯერ კიდევ 70-იან წლებში გააკეთეს პერ ვალიომდა მაი შიოვალმა. თუმცა, სწორედ მისი სამი რომანის წარმატებამ განაპირობა ალაპარაკებულიყვნენ სკანდინავიური დეტექტივის ფენომენზე. ლარსონის ტრილოგიის წარმატებამ ყურადღება სხვა სკანდინავიელ ავტორებზეც გადაიტანა. სამეული კი, ყოველთვის ხელშეუხებელი დარჩება: რა თქმა უნდა, ესაა ლარსონი, რომელიც ყველაზე უკეთ იყიდება, მანკელი, რომელსაც ყველაზე უკეთ იცნობენ, და ნესბე, რომელიც ყველაზე უკეთ წერს.
მიუხედავად იმისა, რომ სკანდინავიური დეტექტივი კარგა ხანია ჩამოყალიბებულ ჟანრად ითვლება, მისი განსაზღვრება მაინც რთულია. ზოგადად, საუბრობენ ხოლმე სკანდინავიურ ნუარზე, თუმცა ეს მხოლოდ ლამაზად გაჟღერებული სისულელეა. ნუართან სკანდინავიელებს მხოლოდ თავდაჯერებულობა აკავშირებთ. თუკი ნუარი ეძებს სიდამპლეს ადამიანის სულში, სკანდინავიელებს მთლიანად საზოგადოებაზე უჭირავთ თვალი, უფრო ფართოდ, ყოვლისმომცველად წარმოაჩენენ მანკიერებებს.
სკანდინავიური დეტექტივის თანახმად, ერთი შეხედვით ყველაზე უზრუნველ და მშვიდ ქუჩაზე, სიღარიბე სუფევს და ნარკოტრეფიკი ყვავის, აუპატიურებენ ქალებს, კლავენ ბავშვებს. მთავარი წესი: არავის არასოდეს არ უნდა ენდო! ყოველი მოხუცის უკან ყოფილი ნაცისტი იმალება, ხოლო ყოველი სანდო ოჯახის გარდერობში - მოკლულის ჩონჩხი.
მიყრუებული ადგილი და კუნძული
ლარსონის და ნესბეს რომანებში მოქმედების ადგილი დედაქალაქია, სადაც მთავარი გმირები ყველანაირად ცდილობენ შეიზღუდონ საკუთარი გეოგრაფიული არეალი. მაგალითად, ნესბეს გმირი, ჰარი ჰოლე, მოძრაობს სამსახურს, საყვარელ რესტორანსა და საყვარელ ბარს შორის. სკანდინავიელები დედაქალაქებს ზემოდან, მსხვილი პლანით არ აკვირდებიან, მათ უყვართ, პირიქით, სიღრმეში ჩახედვა, როგორც კარინ ფოსუმს (თანამედროვე ნორეგიელი მწერალი), რომლისთვისაც პატარა ქალაქის მცხოვრებლების ფსიქოლოგია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გამოძიება. ასევე კნუტ ფალდბაკენი (თანამედროვე ნორეგიელი მწერალი), რომელმაც პირველმა გაგვაცნო ლილეჰამერის მცხოვრებნი. იქ, ერთ მივარდნილ ადგილას, აუცილებლად ვიღაც განსაკუთრებული სისასტიკით უნდა მოკლან, რომ ვინმეს ყურადღება მიიქციოს და გამოძიება დაიწყოს. შვედურ ლიტერატურაში ცალკე დგას კუნძულის თემა. იუჰან ტეორინის "ღამის შტორმში", იონა ლინდკვისტის "ადამიანურ ნავსადგურში"და ანა იანსონის "ვერცხლის გვირგვინში", ყველგან, მწერლები მიზეზს ეძებენ იქ, სადაც იზოლირებული, განცალკევებული, მატერიკისგან გამოყოფილი ცხოვრება მიმდინარეობს.
ნორმალური ოჯახი არ არსებობს
სკანდინავიურ ლიტერატურაში მეორე პოპულარული ჟანრი ეს ხანგრძლივი ოჯახური საგებია, ამიტომ ხშირად, დეტექტიურ რომანებში ამ თემასაც იყენებენ. ზოგჯერ, როგორც ეს ანა იანსონთან ხდება, დეტექტიური ხაზი, სულაც მეორე პლანზე გადადის. ჰოკან ნესერი (თანამედროვე შვედი მწერალი), ოჯახის ნგრევის თემით, სულაც, სამჯერ გახდა შვედეთის აკადემიის დეტექტივის პრემიის (Best Swedish Crime Novel Award) მფლობელი. "მილენიუმის"პირველი ნაწილის ამბავიც, მორალურად დეგრადირებულ ოჯახს შეეხება. ამ ბექგრაუნდით, უცნაურად გამოიყურება ნესბეს რომანების მთავარი გმირი, ჰარი ჰოლი, რომელიც საოცარი მექალთანეა, უკანასკნელ წიგნებში კი შეცვლას ცდილობს: პოლიციელობას თავს ანებებს, ბავშვიან ქალს პოულობს და მასთან ერთად სახლდება გვამით გადამალული სახლის ნაცვლად, ტარაკნებით სავსე ბინაში. თუმცა ცხადია, რომ მისი ასეთი ყოფა, დიდხანს არ გაგრძელდება.
ქალები კაცებზე ძლიერები არიან
ჩემი საყვარელი ლიზბეთ სალანდერი, ლარსონის რომანებიდან, ამ თეზისის შესანიშნავი გამოხატულებაა. ამ კუთხით, სკანდინავიური დეტექტივი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფემინისტური სულისკვეთებითაა გამსჭვალული. ლარსონის რომანს სინამშვილეში ხომ "ქალთმოძულე კაცები"ერქვა. ლიზბეთის გამარჯვებას მოძალადე კაცებზე მესამე რომანში ვხვდებით. ამავე თემას ეხება, ლიზა მარკლუნდისრომანი "ნობელის უკანაკნელი სურვილი", სადაც პროფესიონალი ქილერის მიერ ჩადენილ მკვლელობას, ჟურნალისტი ქალი იძიებს. ეს წიგნი არის მეორე სკანდინავიური რომანი, რომელიც The New York Times-ის ბესტსლერების სიაში პირველ ადგილას მოხვდა (ლარსონის შემდეგ). და რა თქმა უნდა, ნესბე, რომელთანაც ქალები ნამდვილად ზებუნებრივ ძალებს ფლობენ: ერთი სამურაივით იბრძვის, მეორე სუპერ ჰაკერია, მესამე ნებისმიერ სახეს იმახსოვრებს, რომელსაც სულ რამდენიმე წამით მოჰკრა თვალი. ქალები ძლიერები და კაცზე უკეთესები არიან, ეს ნესბესთან აქსიომაა. არის გამონაკლისებიც, მაგალითად, კარინ ავლტეგენისრომანი "სირცხვილი", სადაც ქალები უსანდომოდ არიან წარმოჩენილნი.
ექსტრემალური ძალადობა
არ არსებობს სკანდინავიური დეტექტივი ძალადობის ამსახველი სცენის გარეშე. ამით ის ამერიკულ და ირლანდიურ დეტექტივებსაც ჯაბნის. აქ კვლავ პირველი, ლისბეთ სალანდერის ისტორია გაგვახსენდება, რომელზე განხორციელებული სასტიკი ძალადობების კასკადის შემდეგ, თავადაც ძალადობით უსწორდება საკუთარ მოძალადეებს. ასევეა ნესბესთან, "პოლიციის"ერთ-ერთ ეპიზოდში ყველასთვის საყვარელი გმირი, ნელა და სასტიკად უსწორდება რომანის მთავარ ბოროტ გმირს. ძალადობას აქვს მთავარი, სრულიად ობიექტური ფუნქცია - ის უზრუნველყოფს გამოგონილი "ცუდი"სკანდინავიური ანტისამყაროს უტყუარობას. თუკი ჩვენ წარმოვიდგენთ საყოველთაო სიღარიბეს, კორუფციას, ძალადობას ქალებსა და ბავშვებზე, ეს ყველაფერი გამაგრებული უნდა იყოს ისეთი ეჭვმიუტანელი სისხლიანი სცენებით, რომ ის ვერაფრით დააკავშირონ "შტოშის წვენის"მინარევში.
სექსი ან სასირცხვილოა, ან მოსაწყენი
ნებისმიერ მძაფრსიუჟეტიან რომანში მთავარი გმირები დაკავებულები არიან ამით, მაგრამ სკანდინავიურ რომანში, სექსი, ტექსტის სამშვენისი კი არაა, არამედ სიუჟეტური ფუნქციის მატარებელი და ბევრი უბედურება სწორედ სექსის მოსაწყენი აუცილებელით იწყება. მაგალითად, ლარსონის მიქაელ ბლუმკვისტი, რომლისთვისაც სექსი საკუთარი სურვილების მექანიკური კმაყოფილებაა ან მაგალითად, ლიზბეთი, რომლიც სულაც ვერ იტანს მას. ან თუნცად ჰარი ჰოლე, რომლისთვისაც სიტყვა "არ შეიძლება"არსებობს. ერთი სიტყვით, სექსისგან სუფთა, ყოველგვარი ქვეაზრისგან დამოუკიდებლად სიამოვნების მიღება შეუძლებელია. ამ დეტექტივებში სიამოვნებას უცვლელად ახლავს თან სირცხვილი, რაც შესაძლებელია, სკანდინავიურ მორალში პროტესტანტიზმიდან ჰპოვა გამოძახილი. ამ სირცხვილის შესახებ ბევრია დაწერილი ნესბეს "პოლიციელშიც", სადაც ერთ-ერთი მთავარი, ჰომოსექსუალური ურთიერთობების თემაა.
პოპ-კულტურა
ერთადერთი რამ, რაც ნესბეს გმირებს, ნაძირლებიდან დაწყებული სუპერგმირებით დამთავრებული, აერთიანებთ, არის ის, თუ როგორი თანამედროვე ენით საუბრობენ ისინი. მათი ენა გაძეძგილია ინგლისური ჟარგონებითა და სიტყვებით. გარდა ამისა, ნესბესთან შეხვდებით თანამედროვე პოპ-სამყაროში მოღვაწე ადამიანების სახელებსაც: მისი გმირები უსმენენ ჯგიფ The Decemberists-ის ახალ ალბომს და სახლში მიიჩქარიან, რათა სერიალ, "Breaking Bad"მიუსწრონ. ლარსონთან ვხვდებით IKEA-ს ბრენდის ავეჯს, როდესაც ლისბედი საკუთარ ბინას აწყობს. ამ ყველაფრის გამოყენების ფუნქცია მარტივია: დეტექტივის გამოგონილი სამყაროს უფრო მეტი დაახლოება თანამედროვე ცხოვრების კოორდინატებთან.
ბავშვები მუდამ უბედურნი არიან
არავისთვის იქნება გასაკვირი, თუკი ვიტყვით, რომ სკანდინავიური ლიტერატურა ყველაზე მეტად, სწორედ, საბავშვო ლიტერატურით არის ცნობილი. ისევე როგორც ყველა ჩვენგანი, სკანდინავიელი დეტექტივის მწერლებიც ასტრილ ლინდგრენის, ანე კატერინა-ვესტლისდა ტუვე იანსონისთავგადასავლებზეა გაზრდილი. საბავშვო ლიტერატურაშიც გმირები, ერთი შეხედვით, სულც არ არიან ბედნიერები. ეს ფაქტი კი დეტექტივებში ორმაგად მძიმდება: ბავშვებზე ძალადობენ, იტაცებენ და სასტიკად კლავენ. ყველაზე უკეთესს შემთხვევაში შიმშილობენ, უბედურნი არიან ან ნარკოტიკებს ყიდიან. ბავშვების ასეთი ყოფა იმიტომ კი არაა ნაჩვენები ტექსტებში, მკითხველთა შეცოდება რომ გამოიწვიოს, არამედ იმის შეხსენებისთვის, რომ ძალადობრივ სამყაროში პირველი მსხვერპლნი სწორედ ყველაზე დაუცველები და სუსტები ხდებიან.
სრული აუჩქარებლობა
ანეგდოტად ქცეული სკანდინავიური სიზანტე დეტექტივებში მთავარ პრინციპად იქცევა: არ არსებობს ტექსტი, რომელის სიუჟეტიც სწრაფად ვითარდებოდეს. გამოძიება ყოველთვის მტანჯველი, გაჭიანურებული და გაჯანჯლებულია. ჰოკან ნესერის რომანში"ადამიანი ძაღლის გარეშე", სულაც ავიწყდებათ, რომ მოხდა დანაშაული და მხოლოდ ეული შეუპოვარი გამომძიებელი ცდილობს საქმის ბოლომდე მიყვანას. "გაჯანჯლებული"ტექსტი კი კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მწერალმა აჩვენოს: არამხოლოდ დამნაშავეა დამნაშავე, არამედ ირგლივ არსებული საზოგადოებაც, რომ თუკი დამნაშავე ნაძირალაა, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ამაში ის თავადაა დამნაშავე, შესაძლებელია, ის ასეთად აქციეს!
ყველა დამნაშავეა
"ყველა ჩვენგანი, ყველაფრის გამო, ყველას წინაშე დამნაშავეა", დოსტოევსკის ცნობილი სიტყვებისა არ იყოს, სკანდინავიური დეტექტივების მთავარი სათქმნელიც ესაა. ეს ჟანრი თავიდანვე საზოგადოების კრიტიკისთვის შექმნილი ფორმა იყო და ის ასეთადვე დარჩა დღევადელ დღემდე. სკანდინავიურ დეტექტივში ხშირად, მთავარი ბოროტმოქმედი სწორედ სოციალური მუშაკია, ხოლო ამ ტექსტებს ლაიტმოტივად გასდევთ შემდეგი მარტივი აზრი: თუკი ადამიანს დანაშაული არ ჩაუდენია, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ის უდანაშაულოა. დამნაშავე ყველაა: მდუმარე თანამონაწილეები, უმოქმედოდ მყოფნი, გულგრილობით სავსენი... ასეთი ადამიანების არმიას მხოლოდ რამდენიმე კეთილშობილი ადამიანი თუ გამომძიებელი უპირისპირდება, საკუთარი სიცოცხლის საფრხეში ჩაგდებითა და თავგანწირვით. ასეთ საზოგადოებაში ან მოძალადე ხარ, ან მსხვერპლი. მსხვერპლად ყოფნის შემდეგ კი, თავად ხდები მოძალადე. ამიტომ ერთადერთ გამოსავლად გმირობა რჩება - როგორც ჰარი ჰოლე, რომელიც ერთი წამითაც კი არ წყვეტს საკუთარ დემონებთან ბრძოლას. და აქ, თითქოს რელიგიისადმი გულგრილი სკანდინავიური დეტექტივი გამოაჭენებს მკაცრ პროტესტანტულ მორალს: პირველყოფილი ცოდვისგან გათავისუფლება შეუძლებელია, ვერც სინანული და ვერც რწმენა გიშველის, აპოკალიფსის მხედრებმა უკვე შეკაზმეს ცხენები...
პოსტი მოვამზადე და ვთარგმნე ამ სტატიაზედაყრდნობით.
ასევე წაიკითხეთ ლორდ ვეიდერის პოსტი ჰენინგ მანკელის წიგნებზე, "მკვლელობა სკანდინავიური არომატით".