როგორც ვატყობ, მალე "ხელოვნების მახე", "თბილისის ეკოკატასტროფის მახედ"იქცევა. ასეა, ჯერ ჰაერი და ჯანმრთელობა გვჭირდება და მერე ხელოვნებით ტკბობა (პრინციპში, ხელოვნებაში "ტკბობა"და "სიამოვნება", კარგა ხანია აღარც არსებობს). დღეს, საკრებულოსთან მორიგი აქციაჩატარდა, სადაც გაერთიანებული იყო რამდენიმე ორგანიზაცია და მოძრაობა. როგორც "ტფილსისის ჰამქრის"გამგეობის წევრმა, ცირა ელისაშვილმაგანაცხადა, "აქ არის რაჭის საკითხზე მომუშავე ორგანიზაცია, საყდრისის დამცველები, ხუდონჰესის მოწინააღმდეგეები. აქ არის ბათუმის სამი ორგანიზაცია, რომელიც გვიერთდება".
ვინაიდან სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე სხვადასხვა ჯგუფები არსებობენ, გადაწყვიტეს გაერთიანება და ერთობლივი ბრძოლა. თუ არ ვცდები, ეს მეორე ასეთი ერთობლივი აქციაა.
ცალკეულ აქციათა ნაკადს უკვე რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს (გუდიაშვილის სკვერი, ვაკის პარკი... ) და ეს არის პირველი ისეთი ტიპის აქციები, როდესაც ორიენტირი კეთდება მოქალაქეზე ანუ თბილისში მცხოვრები მოსახლეობის რაღაც ნაწილმა, უცებ, გადაწვიტა, რომ ყოველგვარი პოლიტიკური, რელიგიური ან სხვა სტრუქტურულ-სახელმწიფოებრივი ლიდერის გარეშე გაერთიანებულიყო და პროტესტი გამოეთქვა ქალაქში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.
ამ მშვიდობიანი (ცოტა ხმაურიანის და ცოტა აგრესიულისაც) აქციების მიზანი ერთადერთია, შეაჩეროს თბილისის ჩაბეტონებულ ურბანულ სივრცედ ქცევა და სანამ დროა, ახლო მომავალში გარდაუვალი ეკოკატასტროფის შეჩერება.
მდგომარეობა არათუ ყოველწლიურად, ყოველთვიურადაც კი მძიმდება. ეს "ყოველთვიურობა"შენობების საოცარი სისწრაფით მშენებლობასა და ტყე-პარკების გაჩეხვაში გამოიხატება. საკმარისია, სულ რაღაც ერთი კვირა არ იყო გავლილი თბილისის რომელიმე ქუჩაზე, რომ იქ მოხვედრილმა ვეღარ იცნო ის ადგილი: სამსართულიანი სახლის ნაცვლად მშენებარე გიგანტი დაგხვდება, პატარა სკვერის ნაცვლად, შემოღობილი ტერიტორია ამწეკრანებითა და სატვირთო მანქანებით, ხეებისგან დაჩრდილული კუთხე კი მოტოტვლებულ და გაბუღულ-გავერანებულ ადგილად.
ყოველი ხელისუფალი თავის ვადაში ცდილობს მაქსიმალაურად ნახოს სარგებელი ქალაქისგან, მომავალზე კი არასოდეს ფიქრობენ. კარგი პოლიტიკოსის ერთ-ერთი თვისება კი სწორედ მომავალზე ორიენტირებული ანალიზი და ქმედებაა. ალაგ-ალაგ არსებობენ ასეთი შეგნების ადამიანებიც, ისეთი პოლიტიკოსები, რომლებსაც მუდამ ახსოვთ, რომ პირველ რიგში ისინი მოქალაქეები არიან და მერე სხვა რაიმე ჩინის მატარებლები. ალეკო ელისაშვილისწორედ ასეთია, მაგრამ მისი ხმა საკრებულოში ძალიან მცირეჟღერადობისაა. ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი მოქალაქეთა გამუდმებული პროტესტი, რომ სხვებმაც გაბედონ, ერთი შეხედვით, არაპოპულარული აზრების მხარდაჭერა და გაბატონებული ეკოკომფორმიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. თუკი "ზემოდან"იგრძნობენ, რომ "ქვემოდან"უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობის წუხილი და პროტესტი ისმის, მერე ისინიც უფრო გაბედულად წავლენ შუშის ციხე-კოშკში გამოკეტილი ბატონის წინააღმდეგ.
თავში კი ვახსენე, ხელოვნებაზე წერას გვერდზე ვდებ მეთქი, მაგრამ როდის, თუ არა დღეს, ასე ახლოს დგას ხელოვანი სოციუმთან და ინდივიდის გაჭირვებასთან. დღევანდელი არტისტული სამყარო, თითქმის მთლიანადაა მოცული მოქალაქით და მისი პრობლემებით.
"არა ვარ კარგად", მარიამ კალანდარიშვილისგამარჯვებული ნამუშევარია. ინსტალაცია ისევ ჩაკეტილ წრეში მოხვდა, რადგან თავიდან ის ისეთ ადგილას უნდა დადგმულიყო, სადაც მეტი გამვლელი დაინახავდა, ყურადღებას მიიქცევდა და დააფიქრებდა მათ. პროექტი მერიამ, რა თქმა უნდა, არ დააფინანსა, ამიტომ "არტ არეას"ეზოში განთავსდა. ადგილობრივი არტისტების აქტივობები ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი იარაღია.
აქციები კვლავ იქნება, მინდა მჯეროდეს, რომ ბევრად მეტი შეწუხებული მოქალაქე შემოგვიერთდება (ადამიანი ხომ ასეა მოწყობილი, სანამ საკუთარ თავზე არ იწვნევს რამეს, მანამდე ეზარება ერთი ადგილის აწევა). მეტი რადიკალიზმიც გვჭირდება. არ უნდა შევაგუოთ ხელისუფლება ერთი შეხედვით "ჩავლილ აქციებს". გვინდა დაუყოვნებელი ნაბიჯები და ცვლილებები.
ჰო და, ლოლ, დღევანდელ ივენთზე ერთი შესანიშნავი წყველა დაიწერა ყველა ზარმაცისთვის, რომელიც დღეიდან სულ იმოქმედებს ხოლმე.
გაფრთხილებთ და იცოდეთ:
ვინაიდან სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე სხვადასხვა ჯგუფები არსებობენ, გადაწყვიტეს გაერთიანება და ერთობლივი ბრძოლა. თუ არ ვცდები, ეს მეორე ასეთი ერთობლივი აქციაა.
ცალკეულ აქციათა ნაკადს უკვე რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს (გუდიაშვილის სკვერი, ვაკის პარკი... ) და ეს არის პირველი ისეთი ტიპის აქციები, როდესაც ორიენტირი კეთდება მოქალაქეზე ანუ თბილისში მცხოვრები მოსახლეობის რაღაც ნაწილმა, უცებ, გადაწვიტა, რომ ყოველგვარი პოლიტიკური, რელიგიური ან სხვა სტრუქტურულ-სახელმწიფოებრივი ლიდერის გარეშე გაერთიანებულიყო და პროტესტი გამოეთქვა ქალაქში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.
ამ მშვიდობიანი (ცოტა ხმაურიანის და ცოტა აგრესიულისაც) აქციების მიზანი ერთადერთია, შეაჩეროს თბილისის ჩაბეტონებულ ურბანულ სივრცედ ქცევა და სანამ დროა, ახლო მომავალში გარდაუვალი ეკოკატასტროფის შეჩერება.
მდგომარეობა არათუ ყოველწლიურად, ყოველთვიურადაც კი მძიმდება. ეს "ყოველთვიურობა"შენობების საოცარი სისწრაფით მშენებლობასა და ტყე-პარკების გაჩეხვაში გამოიხატება. საკმარისია, სულ რაღაც ერთი კვირა არ იყო გავლილი თბილისის რომელიმე ქუჩაზე, რომ იქ მოხვედრილმა ვეღარ იცნო ის ადგილი: სამსართულიანი სახლის ნაცვლად მშენებარე გიგანტი დაგხვდება, პატარა სკვერის ნაცვლად, შემოღობილი ტერიტორია ამწეკრანებითა და სატვირთო მანქანებით, ხეებისგან დაჩრდილული კუთხე კი მოტოტვლებულ და გაბუღულ-გავერანებულ ადგილად.
![]() |
ფოტო Levan Kalandarishvili |
თავში კი ვახსენე, ხელოვნებაზე წერას გვერდზე ვდებ მეთქი, მაგრამ როდის, თუ არა დღეს, ასე ახლოს დგას ხელოვანი სოციუმთან და ინდივიდის გაჭირვებასთან. დღევანდელი არტისტული სამყარო, თითქმის მთლიანადაა მოცული მოქალაქით და მისი პრობლემებით.
"არა ვარ კარგად", მარიამ კალანდარიშვილისგამარჯვებული ნამუშევარია. ინსტალაცია ისევ ჩაკეტილ წრეში მოხვდა, რადგან თავიდან ის ისეთ ადგილას უნდა დადგმულიყო, სადაც მეტი გამვლელი დაინახავდა, ყურადღებას მიიქცევდა და დააფიქრებდა მათ. პროექტი მერიამ, რა თქმა უნდა, არ დააფინანსა, ამიტომ "არტ არეას"ეზოში განთავსდა. ადგილობრივი არტისტების აქტივობები ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი იარაღია.
აქციები კვლავ იქნება, მინდა მჯეროდეს, რომ ბევრად მეტი შეწუხებული მოქალაქე შემოგვიერთდება (ადამიანი ხომ ასეა მოწყობილი, სანამ საკუთარ თავზე არ იწვნევს რამეს, მანამდე ეზარება ერთი ადგილის აწევა). მეტი რადიკალიზმიც გვჭირდება. არ უნდა შევაგუოთ ხელისუფლება ერთი შეხედვით "ჩავლილ აქციებს". გვინდა დაუყოვნებელი ნაბიჯები და ცვლილებები.
ჰო და, ლოლ, დღევანდელ ივენთზე ერთი შესანიშნავი წყველა დაიწერა ყველა ზარმაცისთვის, რომელიც დღეიდან სულ იმოქმედებს ხოლმე.
გაფრთხილებთ და იცოდეთ:
ვისაც გეცალათ და არ მოხვედით, ცხოვრებაში ხის ჩრდილი და ნიავი არ გეღირსოთ.