
მისი შემოქმედება ოპ არტს, ვიზიონერულ არტსა და სივრცულ არტს უკავშირდება. ანდრეასი მეტალზე მხატვრობის ერთ-ერთი პიონერია.
დაიბადა და გაიზარდა აღმ. გერმანიაში, თინეიჯერობისას დას. გერმანიაში გადავიდა. 1965-1969 წლებში მიუნხენის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა. 1968 წელს, პარიზში შეისწავლა ოფორტი ჯონი ფრინდლანდერისვორკშოპში მონაწილეობისას. 1971-1974 წლებში, ზალცბურგში ლითოგრაფია შეისწავლა. ამ წლებში ის უკვე იწყებს პირველ ექსპერიმენტებს და იყენებს რკინის ფირფიტას როგორც ტილოს. 1978 წელს მიემგზავრება ამერიკაში, სადაც პირველ სოლო გამოფენას მართავს. მოგზაურობს სხვადასხვა შტატში, საბოლოოდ კი, სან ფრანცისკოში მკვიდრდება.
1981 წელს ანდრეასს ნასას პირველი შატლის, კოლუმბიას ერთი წლისთავის აღსანიშნავად ქმნის ნამუშევარს. მისი ნამუშევრები გამოფენილია მუზეუმებსა და გალერეებში მთელს მსოფლიოში, ასევე პერმანენტული გამოფენებია კალიფორნიის "კროკერის არტ მუზეუმში", ნევადის "არტ მუზეუმსა"და სმიტსონის უნივერსიტეტის "ავიაციისა და კომსმონავტიკის მუზეუმში".
ნამუშევრები ფერისა და სინათლის შერწყმაა, რაც ქმნის დინამიურ ვიზუალს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მნახველში ისინი უცნაურ ემოციებსა და მაგნეტიკულ, მიმჯაჭველ გრძნობებს აღძრავენ. ზეთისა/აკრილისა და ალუმინის შერწყმა, თითქოს აჰიმნოზებს ადამიანს და ნამუშევრის შიგნით შეყავს, მისით გარემოცულს ხდის.
"ნოტებომი, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მეტალ არტის ნამდვილი მეფეა. დღეს-დრეობით ბევრი არტისტი იყენებს მეტალს, მაგრამ ანდრეას შემოქმედება უკვე სტანდარტად განისაზღვრება." (Sacramento Press)
ნოტებომის ნამუშევრების სრული აღქმისთვის ცოცხლად ნახვა აუცილებელია, რადგან სანგანზომილებიანი პერსპექტივა ანიჭებს მთავარ ღირებულებას ნამუშევრებს.
ოფიციალური გვერდი.