ისლანდიის ტალახის ვულკანებამდე, საკუთარი სამშობლოსი რომ ვნახო მეთქი, ნამდვილად უპრიანი იქნებოდა, ამიტომ დაუფიქრებლად დავთანხმდი მამიდაშვილის (დიდი მოგზაური ვინმეა) შემოთავაზებას, ზურგჩანთა ჩავალაგე და ვაშლოვანის ნაკრძალის დასაპყრობად მოვემზადე.
ორგანიზატორი იყო "მწვანე ზებრა", რომლებიც კიდევ არაერთ საინტერესო მწვანე ლაშქრობას გვპირდებიან და აქვე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ ყველაფრისთვის.
შირაქის ველი
დილის ექვსის ნახევარზე ამდგარს, მგზავრობა თითქმის ბუნდოვნად მახსოვს. გზაში იყო წვიმა, სქელი ნისლი ალაგ-ალაგ, ნახევრადძილი, ლაპარაკები, ნილსი და ისევ ჩათვლემა. შირაქის ველზე მისულმა პირველად შევიგრძენი თვალუწვდენელი სიმწვანის სიძლიერე. ყველა მხრიდან სხვადასხვა ფერის მუქი ტონალობების მწვანეში გახვეული ბორც-მინდვრები შემომრტყოდნენ და უკვე ვგრძნობდი, საინტერესო დღის დასაწყისს. ბუნების ჯადოსნობისთვის მოვემზადე, ყველა სპორს თავი მოვხადე. ფილტვებმა ნესტიანი ჰაერით გაბერვა იწყეს.
გზა ტალახად იქცა. წებოვან მასაში წინ წასვლა შეუძლებელი გახდა. ტახტი-თეფას ტალახის ვულკანების ნახვა სამომავლოდ გადაიდო.
ჭაჭუნას აღკვეთილი
ტალახმა ძალიან იხალისა თბილისიდან ჩამოსულებზე, შემდეგ დაგვიმეგობრდა და უკვე ბოლოსკენ, მთლიანად თავისიანებად გვაქცია. იმ დღის ტალახზე, საერთოდ, ცალკე პოსტის დაწერაც კი შეიძლება. ამდენი, მანამდე არასოდეს მივლია მასში და ეს კიდევ განსაკუთრებული გამოცდილება იყო. ბუნების ტალახს, რომელიც შეურყვნელია ქალაქის ტალახისგან განსხვავებით, სხვა გრძნობები გახსნეს ჩემში.
გავუყევით ჭაჭუნას აღკვეთილისკენ საფეხმავლო მინდორს. ჩვენგან მარცხენა მხარეს კლდის მასივი ამოიმართა, რომელიც ხვრელებით იყოს სავსე. მცირე ბორცვების გადავლის შემდეგ, იქითა მხრიდან მესაზღვრე ძაღლების ყეფამ მიგვახვედრა, რომ ეს საბოლოო წერტილი იყო და ჰორიზონტის ხედების თვალიერებას შევუდექით.
ეს ადგილი სავსე იყო კუებით. უმოძრაოდ იდგნენ და მწვანე ბალახს წიწკნიდნენ.
დალის წყალსაცავი
სხვა სამყაროში აღმოვჩნდით. მიტოვებული წყალსაცავის შენობებმა სხვა აურა და განწყობა მოიტანა. სიმწვანე სილურჯით ჩანაცვლდა. ამასობაში მზეც ამოვიდა და ყველამ იგრძნო, თუ როგორ გაგვიმართლა მის გარეშე მგზავრობამ - ვაშლოვანის უდაბნო ხომ ყველაზე ცხელი წერტილია.
მოულოდნელი რამ მოხდა. მზის გამოჩენისთანავე, წყალმა ნელ-ნელა ფერი იცვალა და საერთო სამწვანო განცხრომას მიუერთდა.
ცა თეთრქულა ღრუბლებით დაიფარა, ჰორიზონტის ხაზი გამკვეთრდა, ხოლო გაბატონებულმა მწვანემ მთელი ძალმოსილებითა და სიმშვენიერით დაიწყო დემოსტრირება. მალე აქ ხომ ყველაფერი გაყვითლდებოდა და გაუდაბნოებოდა. ამიტომ სანამ დრო იყო, უნდა ეცოცხლათ და ებატონათ.
იქვე, კედარის ხის ქვეშ წავიხემსეთ. მეც დრო ვიხელთე და ბუნების მანტრა აღვასრულე: მარტო გავეშურე შიგნით. ყველა არაბუნებრივი ხმა დამშორდა და დაისადგურა არაფრობამ. გრძნობა, რომელსაც ვაღმერთებ. იქვე ჩამოვჯექი და კენჭებით პატარა სამხვერპლო ავაგე, დაგროვილი ნეგატიური ენერგია მოვიშორე და და შევეცადე, მაქსიმალურად დავცლილიყავი.
როდესაც არაფრობა ისადგურებს, მე ვხდები სრულყოფილი.
ხორნაბუჯის ციხე
ცა სრულად მოიწმინდა. მზის ყვითელმა სხივებმა და ბალახის მწვანე ფერმა სასწაულები დაიწყეს. ამ მომენტისთვის, უკვე აღარ ქონდა მნიშვნელობა, სად და როგორ იყავი. ირგლივ იყო სველი ბუნება, კამკამა ჰაერი და თბილი მზე.
სასწაული დაგვირგვინდა ხორნაბუჯის, იგივე თამარის ციხის ხედებით. ხედი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით სწორედ იქ, მაღლა გაცხადდა.
შევუდექით სველი, სლიკინა, ვიწრო, საცალფეხო ციხის დალაშქვრას. ერთი არასწორი, დაუფიქრებელი ნაბიჯი სიკვდილის საპირწონედ.
შუა გზაზე, ერთ დამრეცილ ფერდობზე ყაყაჩოების ფერმამ შემომანათა. გამაფრთხილეს, უფრო დაკვირვებული და ფრთხილი ვყოფილიყავი, თორემ გულში ჩამიკრავდნენ.
ასვლა განვაგრძე. ერთ ადგილას, ჩამოშლილი ქვის ბილიკის ნაცვლად, რკინის კიბე დაემაგრებინათ. ამომართულ კედლებს შორის თვალუწვდენელი ველები გამოკრთოდა და ყურადღებას მიფანტავდა.
წვერზე ასულს ჯილდო გადმომეცა და ცოტა ხნით დავბრმავდი:
კავკასიონმა ღრუბლები დაბლა დასწია, მზეს გამოკითხვა დაუწყო. ეს ის უიშვიათესი შემთხვევა იყო, როდესაც ისინი ამას ადამიანების თანდასწრებით აკეთებდნენ.
დიდხანს დავრჩით, ვიჯექით, გავყურებდით და ვგრძნობდით ბედნიერებას.
ეს არის ციხე, რომელიც ადამიანმა, ერთხელ მაინც უნდა დაიპყროს თავის სიცოცხლეში.