პრინც აჰმედის თავგადასავალი.
1926 წ. გერმანია.
ისტორიაში ყველაზე ძველი შემორჩენილი ანიმაცია.
ცდებით, თუკი ფიქრობთ, რომ ეს მულტფილმი რომელიმე დიდი პროდუქციის შედეგია ან თუნდაც, რომელიმე დიდი სახელის, მაგალითად, ვოლტ დისნეის. არამც და არამც.
ამ საოცრების უკან დგას პირველი ანიმატორი ქალი, სახელად, ლოტე რაინიგერი.
ლოტე, არა მხოლოდ, პირველი მდედრობითი სქესის ანიმატორი იყო, არამედ ერთ-ერთი მოწინავე ფიგურა ანიმაციის სამყაროში. მან დისნეისა და ივერკიზე 10 წლით ადრე განჭვრიტა და შექმნა ზღაპრულ ნარატივზე დამყარებული მულტფილმი და გამოიგონა პირველი მულტიპლანური კამერა. შემდგომ, უფრო სრულყოფილი სახე ამ კამერამ 1933 წელს შეიძინა უბ ივერკის (ვოლტ დისნეის სტუდიის ანიმატორი/რეჟისორი) გამოგონებით.
ლოტემ, "პრინც აჰმედის თავგადასავლის"შექმნას 3 წელი მოანდომა. ამდენი დრო კი თავად შექმნის იმ პროცესმა წაიღო, როგორც პირველი ანიმატორები მულტიფლიკაციას აკეთებდნენ. აბა კარგად დააკვირდით წყალში მოძრავ ფოთლებს და ჩრდილებს ან პრინცესას თმებს. მიხვდით ხომ? ეს ყველაფერი ხელით დაჭრილი ქაღალდის ფიგურებია.
შარლოტა რაინიგერი 1899 წლის 2 ივნისს, ბერლინში, ბანკირის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლისა თეატრითა და კოსტიუმებით დაინტერესდა. მისი კინოთი მოჯადოებაში წვლილი ჟორჟ მელიესსმიუძღვის. მან სწრაფად აითვისა ჩინური სილუეტის ტექნიკა და სკოლის თეატრისთვის სილუეტების შექმნა დაიწყო. დიდი შთაბეჭდილება მოახდნეს პოლ ვეგენერისფილმებმა, შემდგომ მის ლექციებსაც ესწრება.
![]() |
1939 წ. |
1930-32 წლებში რაინიგერი იღებს სამ ხმოვან მოკლემეტრაჟიან ანიმაციას: "მოცარტის 10 წუთი", "არლეკინი", "სისი". ქმნის სილუეტებს რენუარის და პაბსტის მხატვრული ფილმებისთვის. მისი მეუღლეც, კარლ კოხი, რენუართან ერთად მუშაობს. ლოტეს იწვევენ ინგლისსა და იტალიაში. 1939 წლიდან 1944 წლამდე ცოლ-ქმარი რომში, ვისკონტისთან ცხოვრობს.
50-იან წლებში მოკლემეტრაჟიან ანიმაციებს იღებს ბიბისისთვის და ამერიკული ტელევიზიისთვის. ქმრის გარდაცვალების შემდგომ (1963 წ.) ლოტე ბევრს მუშაობდა თეატრისთვის, აკეთებდა წიგნის ილუსტრაციებს. 1970 წელს გამოაქვეყნა წიგნი, "თეატრის ჩრდილები და ფილმების ჩრდილები".
გარდაიცვალა 1981 წლის 19 ივლისს. 1992 წელს ტიუბინგენში მისი სახლ-მუზეუმი გაიხსნა.
![]() |
hansel and gretel, 1955 |
![]() |
cinderella, 1922 |
![]() |
papageno, 1935 |
![]() |
sleeping beauty, 1954 |
თუმცა ითვლება, რომ პირველი სრულ. ან. ფილმი 1917 წელს გადაღებული "მოციქულია". ზოგიერთი მონაცემებით კი, პირველი სრულ. ან. ფილმია 1915 წელს, პინტო კოლვიგის მიერ გადაღებული "ქმნილებაა". ასეა თუ ისე, ეს ანიმაციები შემორჩენილი არ გვაქვს, ხოლო რაინერის შედევრს, ვიმეოზე შეგიძლიათ უყუროთ.