ამდენი ხანია ვცდილობთ გავიგოთ, რას ვაკეთებთ არასწორად. რას ვერ ვაკეთებთ ისე, რომ ადამიანებამდე ვერ მიგვაქვს შესაბამისი მესიჯი, რაც რეალურად თავადაც აწუხებთ, მაგრამ ქუჩაში გამოსვლა და გაპროტესტება კი ეზარებათ.
დღევანდელმა აქციამ სრულიად პესიმისტური განწყობა დამიუფლა. თითქოს ყველაფერი ხომ ცალსახა და ცხადი იყო: ვერეს ხეობაში ცენტრალური ტყე-პარკის გაშენებას 20 ათასზე მეტიადამიანი აწერს ხელს, დღევანდელ აქციაზე ფეისბუქზე 8500-ზე მეტი "გოინგი"იყო. აქციაზე კი 500-მდე ადამიანი მოვიდა. გაზაფხულია, კვირა დღეა, სღამოს 6 საათი!
რაოდენობა უმნიშვნელოვანესი იმიტომაა, რომ ესაა ძალა ცვლილებებისთვის. ერთადერთი გამოსავალი ერთობაში და სიმრავლეშია, თორემ ხვალ ნარმანია და მისთანანი გამოვლენ და იტყვიან, რომ თურმე დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებენ და თურმე, არავის არ უკრძალავენ პროტესტის გამოხატვას, და თურმე, ეს აქციები პოლიტიკურად მართულია და ა.შ. და ა.შ. ქულები კვლავ დაწერილია.
ძალიან სამარცხვინოა.
13 ივნისის წყალდიდობის შემდგომ გარეთ გამოსული ახალგაზრდების მიმართ იმ დიდმა იმედმა და ერთსულოვნებამ კრახი განიცადა. კრახი განიცადა ფეისბუქის საზოგადოებამ, რომელშიც გამოხატული სოლიდარობა მხოლოდ ლაიქებში, "გოინგებში"და გაზიარებებში იკარგება და რეალურ სამყაროში გაგრძელება აღარ მოჰყვება.
დღევანდელი აქცია ყველაზე მასშტაბური უნდა ყოფილიყო, ყველაზე ხმაურიანი და ხანგრძლივი.
მე ვერ დავიჯერებ, "არ ვიცოდი", "ვერ გავიგე", "პირველად მესმის", და მსგავსი შინაარსით გამოხატულ ფრაზებს. ვერ დავუჯერებ იმ ადამიანებს, ვინც ამას იტყვიან და მერე დაიწყებენ იმაზე წუწუნს, რომ თბილისში ცხოვრება აღარ ღირს. თბილისი ხომ პატარა ქალაქია! ყველა ერთმანეთს იცნობს, მაგრამ საქმე როდესაც სოციალურ პასუხისმგელობაზე მიდის, უცებ, ყველა ერთმანეთისთვის უცხო ხდება, ფეისბუქსაც გაიწყვიტავენ და ინტერნეტსაც, საერთოდ, უცხოპლანეტელებად გადაიქცევიან. ამხელა აქციის შესახებ ვერაფერი გაიგე? ანუ ორი გზაა: ა) ემხრობი მერიის ყველა ინიციატივას მანჰეტენებსა და მისთანანზე ბ) მაგარი გკიდია თბილისიც და იმის იქითაც კიდე შემოგარენი...
აი ასე, სულ რომ ხუთი კაცი დავრჩეთ, მაინც ვივლით, მაინც ვიბრძოლებთ თბილისის მწვანე საფარის შესანარჩუნებლად, გავაპროტესტებთ ხეების გაჩეხვას, ისტერიულ მშენებლობას. დაველოდებით მორიგ სტიქიურ უბედურებას, მერე ისევ გამოვალთ და ვიტყვით, რომ იმ ხის მოჭრა არ შეიძლებოდა, იქ სახლის აშენება კანონდარღვევა იყო. სოლიდარობა ერთი კვირა გასტანს, ათობით ადამიანს მიწას მივაბარებთ და მერე ზედ "მცირე ნიუ იორკს"დავადგამთ. ისეთი რეინკარნაციული წრეა, ბუდასაც კი შეშურდება!..