ჯერ კიდევ გვიჭირს ბებიას ალცჰაიმერის დიაგნოზის სრულად გაანალიზება და გაგება. ეს გამოწვეული იყო იმ უეცარი პროგრესირებადი სიმპტომებით, რომელიც გაანალიზების და დაფიქრების საშუალებას არ გვაძლევდა. ყოველი თვე, ეს იყო ახალი ორთაბრძოლა. თითქოს, უკვე შეგუებულები ვიყავით ახალ სიმპტომებს, გადავეწყობოდით მთელი ოჯახი ამ სიმპტომების შესაბამისად და უცებ, მთლიანად იცვლებოდა სურათი და კვლავ, ახლად გამოვლენილ ცვლილებებთან გვიწევდა გამკლავება.
ბებია 11 აგვისტოს გარდაიცვალა. დიაგნოზის დასმიდან, დაახლოებით, ერთ წელში. მდგომარეობა ივლისის ბოლოს გაუარესდა, როდესაც მოძრაობა მთლიანად შეწყვიტა, კუნთები მოუდუნდა, ძნელი გახდა საკვების მიღება. ყველაზე მეტად ამ პერიოდში გაგვიჭირდა, რადგან ვეღარ ვიგებდით, რა აწუხებდა, რა სტკიოდა, რა სურდა...
ეს პოსტიდა განსაკუთრებით მისი კომენტარები გამოდგა თერაპიის მატარებელი, რადგან მუდმივად მიწევდა საუბარი ერთ-ერთ მომხარებელთან, რომელიც იგივე სიტუაციაში იყო და ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენი ბებოების მდგომარეობებს.
7 აგვისტოს კატეტერი და ზონდი ჩავუდგით. საკვებს თხევადი კონსისტენციის სახით, მილით ვაწვდიდით. ზონდის ჩადგმის პროცედურა დამთრგუნველი იყო. რთული გამოდგა საჭმლის ჩასხმა, დიდ ძალას და ენერგიას მოითხოვდა. სულ მეგონა, რომ რაღაცას ძალით ვუდებდი ორგანიზმში, რაც თავად არ სიამოვნებდა.
9 აგვისტოს, ეტლში ჩავსვით, მე და ბებო ძველ ფილმს ვუყურებდით ერთად. უცბად, თავი გადაუვარდა და ხროტინი დაიწყო. დავაწვინეთ და სასწრაფო გამოვიძახეთ. როგორც ჩანს, სასუნთქი ორგანოებიც ითიშებოდა დაავადების შედეგად.
ყველა კეთილ ძალას ვევედრებოდი, რომ ყოველგვარი ტანჯვისგან დაეფარა ბებია და უმკტივნეულად გასულიყო ამ ქვეყნიდან. უკვე თითოეული წუთი იყო წამება ოჯახის წევრებისთვისაც, რადგან ვერაფერს ვაკეთებდით.
11 აგვისტოს დილას სახე შეცვლილი ჰქონდა. სუნთქვა უჭირდა. ეს აგონია იყო.
არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ითქვას, რომ "მშვიდად"მიიცვალა, მაგრამ საშინლადაც არ უწვალია...