9 თვით ადრე (Stonemilker)
გვერდი-გვერდ განლაგებულ ბედისწერაში ეძებს მათ საერთო, ალაგ-ალაგ შემორჩენილ კოორდინატებს. სიწმინდის, ერთიანობის სისავსე უფრო და უფრო კლებულობს, ამიტომ ამ სისასტიკის დოკუმენტირებას გადაწყვეტს. პირს აღებს - მუსიკის ნოტებად ჩაწერას იწყებს. საშიში პროცესია, მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ვინ დარჩება გულგახსნილი? ან რომელი მოახერხებს შეხორცებას? ვინ გაიზიარებს ან ხელს კრავს ყველაფერს? ემოციურ პატივისცემას მაინც მოელის მისგან, ძალიან სჭირდება ეს, ძალიან. საერთო შეგრძნებების სინქრონიზირებას ცდილობს. რა არის ის, რაც აქვს, რაც დარჩა... ტკივილი კი ისეთია, ქვას რომ ცრემლს გამოადენს.
5 თვით ადრე (Lionsong)
შეიძლება ის მოვიდეს, შეიძლება არა. უნდა იმარჩიელოს. როგორღაც ამით ძალიან შეწუხებული აღარცაა. სულ მასთან დარჩენილა!.. მარტოობის სურნელის მოახლოებას შეიყნოსავს, პირველ ცხად დეკლარირებულ სინამდვილეს. ქმრის ომიდან დაბრუნებულ მოლოდივით უნდა იჯდეს. ამ სინამდვილეს ველური ლომის სახე მიუღია და უცხო მიწებზე დააბიჯებს. იქნებ დაბრუნდეს და კვლავ შეიყვაროს? მწვრთნელი კი არაა, ცხოველი მოათვინიეროს, წინ კი მშიერი ლომი უზის და უბღვერს. ამ აბსტრაქტულად კომპექსურმა შეგრძნებებმა ცალკე ბოლო მოუღეს. არ იცის, როგორ გაუმკლავდეს. როგორ შეახორცოს ჭრილობა. სიწრფელეს მოითხოვს და სადღაც, გულის სიღრმეში კვლავ ფიქრობს, "შეიძლება ის მოვიდეს, შეიძლება არა".
3 თვით ადრე (History of Touches)
შუაღამისას აღვიძებს, რათა თავისი სიყვარული გამოხატოს მის მიმართ. ხელს ადებს ტანზე, შიშველი სხეულით ეკვრის, მაგრამ შეგრძნებები სადღაც გამქრალა. გრძნობს, რომ ეს უკანასკნელად ხდება მის თავს და წარსულს იხსენებს. ყოველი შეგრძნება, ყოველი სექსი ახსენდება, მაგრამ ახლა, ყველაფერს აზრი დაეკარგა. სანამ ეს უკანასკნელი ღამეც დასრულდება, იქნებ რამენაირად დრო გააჩეროს, გაიხანგრძლივოს მოგონებებით, შეხებების ისტორიით...
მზის პირველმა სხივებმა შემოანათეს ფანჯარაში. ყველაფერი დასრულდა.
2 თვის შემდეგ (Black Lake)
...მდუმარება, დიდი ცარიელი სიჩუმე. სიყვარულის თავშესაფარი დანგრეულია. სხეული თითქოს ცოცხალია, გულის ყოველ ამოტუმბვაზე ირხევა, მაგრამ... გული უფსკერო შავ ტბას დამსგავსებია. დაბრმავებული ზედაპირზე დაცურავს. სული პატარა ნატეხებად დალეწილა, ყველაფერი მოშლილია... ერთგულება მარწუხად ქცეულა, ყველა სიკეთე სახეშეცლილია. "ოჯახი ყოველთვის ჩვენი წმინდა ორმხრივი მისია იყო, რომელიც ახლა შენ მიერ არის უარყოფილი". დროა მისი ხატი დაანგრიოს თავის თავში.
ზედმეტად ძლიერ ხომ არ უყვარდა?
6 თვის შემდეგ (Family)
ნეტა თუ დარჩა სადმე ადგილი, სადაც სულ მცირე პატივისცემას მაინც მოიპოვებს? მკვდარი ოჯახის ნაბუდარიდან, ესეც აღარ დარჩა. სამეული - დედა, მამა, შვილი - აღარ არსებობს. სად უნდა წავიდეს, რას მიადგეს, ანთებული სანთელი რომელ კელიაში შედგას? უხიფათო ხიდის აგებაა საჭირო შვილისთვის. ახლა მისი დაცვაა უპირველესი მიზანი. გადაწყვეტილებების დრო დადგა.
11 თვის შემდეგ (Notget)
არა, არა, ბევრი რაღაც კვლავ გაუგებარია, ვერასოდესგაგებულად დარჩება. უბრალოდ შეუძლებელია. მან ისიც კი ვერ შენიშნა, თუ როგორ გადაიქცა მათი სიყვარული სიკვდილად. ის მარადიულობა, უკვდავება, ნუთუ ასე ორსახოვანია ერთი და იგივე რამ? ახლა მხოლოდ ეს ტკვილი შემორჩენია და მას ისე უფრთხილდება, როგორც უკანასკნელ იმედს, რადგან ტკივილია მისი გადარჩენის შანსი. ჭუპრიდან თავის დაღწევის, გათავისუფლების. სიყვარულის ასეთ სიმუხთლეს არასოდეს დაივიწყებს, ამის არც დავიწყება შეიძლება და არც გაგება, უბრალოდ, არა, არა, არა...