Quantcast
Channel: ხელოვნების მახე
Viewing all articles
Browse latest Browse all 176

ჰალდორ ლაქსნესი - ისლანდიის ზარი

$
0
0
ადგილი, სადაც მეტი მოჩვემება, ურჩხული და ქაჯია, ვიდრე ადამიანი; ადგილი, სადაც ზვიგენის ხორცს ნეხვის გროვაში ინახავენ და მერე ხეთქავენ; ადგილი, სადაც როცა მოშივდებათ, ფეხსაცმელს იხდიან და ღეჭავენ; ადგილი, სადაც მიწურებში ცხოვრობენ; ადგილი, სადაც ყოვლად გამოუსადეგარი ხალხი ცხოვრობს; ადგილი, სადაც მამები თავიანთ ქალიშვილებს უცხოელებს სთავაზობენ; ადგილი, სადაც ქალიშვილი უბიწოდ ითვლება, ვიდრე მეშვიდე ნაბიჭვარი არ ეყოლება. მოკლედ, ხელმრუდები, ცრუ და გაუტანლები, ბაქიები, ლოთები, გახრწნილები, ლაჩრები... ეს ყველაფერი ისლანდიასა და ისლანდიელებზე კარგად შეჯერებული და უპირობო აზრი იყო მე-17 საუკუნეში მცხოვრები დანიელებისთვის, შვედებისთვის, გერმანელებისთვის და ყველა სხვა ევროპელისთვის.

"ისლანდიის ზარი"გადმოგვცემს 1685 - 1730 წლების ნამდვილ ამბავს და აღწერს უდიდესი დაცემულობის პერიოდს ისლანდიის ისტორიაში, როდესაც შუასაუკუნეების მანუსკრიპტები შეაგროვეს შიმშილით გაწამებული გლეხების ქოხმახებიდან და დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში წაიღეს შესანახად.
როგორი დაუჯერებელია, რომ ისლანდიელი ნობელიანტი მწერლის, ჰალდორ ლაქსნესისოთხი რომანის ქართული თარგმანი მოგვეპოვება და ისლანდიის მოყვარულთ, საშუალება გვეძლევა, ღრმად გავეცნოთ ამ ქვეყნის ლიტერატურული მემკვიდრეობის მცირე ნაწილს მაინც.
"მყინვარისპირეთმა"სრულიად აღმაფრთოვანა, იგივენაირად აღვფრთოვანდი ლაქსნესის რადიკალურად განსხვევბული ისტორიული რომანის, "ისლანდიის ზარის"წაკითხვისას. წიგნის თაროდან "დამოუკიდებელი ადამიანი"გადმომყურებს, ხოლო "ატომის სადგურს"ჯერ ვერსად მივაგენი.

რომანში სამი მთავარი გმირის ამბავ-საგას შეხვდებით: ისლანდიელი გლეხის, იონ ჰრეგვიდსონის ამბვას, რომელიც უღვთოდ გაშოლტეს კიალარდალში, ბორკილები გაუყარეს ბესასტადირში, სიკვდილი მიუსაჯეს ექსარაუზე, სცემდენენ ჰოლანდიის გემზე, კინაღამ ჩამოახრჩეს გერმანიაში, ხოლო გლუკშტადტში ჯარისკაცის მუნდირით შემოსეს. ასევე ისლანდიელი სწავლუსის, არნას არნეუსისამბავს, რომელმაც თავისი ქვეყნის სიყვარულისა და მართლმსაჯულების ერთგულების გამო, ბებერი დანიელი ქვრივი შეირთო ცოლად და თავისი სათაყვანებელი ქალის მამა გაასამართლა და  ილნადიელი მზე-ქალის, სნაიფრიდურის ამბავს, რომელიც საზარელი გარიგების მსხვერპლი ხდება საღორეში, რომლის სიამაყე სიყვარულზე ძლიერია და რომლის ძალა მის მშვიდ ტანჯვაშია.

ამ რომანის წინასიტყვაობა ქართული გამოცემისთვის, თავად ლაქსნესს ეკუთვნის, სადაც დაწვრილებით აღწერს ისლანდიის ისტორიას და რომანის შექმნას. მისი თქმით, ისლანდიელებსა და ქართველებს, ბევრი საერთო აქვთ, ორივე პატარა ერია, ორივე გამუდმებით იბრძოდა საკუთარი დამოუკიდებლობისთვის და ორივე ერის კულტურას მუდამ ეჭვის თვალით უყურებდნენ. თუმცა დღეს, ისლანდიურ საგებსა და ქართულ "ვეფხისტყაოსანს", უდავო, თანასწორი ადგილი უკავია მსოფლიოს უნიკალური ლიტერატურული ძეგლების საცავში.

სკანდინავიური ლიტერატურის, ისლანდიელების და ისტორიული რომანების მოყვარულებო, დიდ რეკომენდაციას ვუწევ ამ მივიწყებულ წიგნს, რომელიც ქართულად 1966 წელს ითარგმნა.

Viewing all articles
Browse latest Browse all 176

Trending Articles