Quantcast
Channel: ხელოვნების მახე
Viewing all articles
Browse latest Browse all 176

მალენ, პელლეას, მელისანდ, ალლადინ, პალომიდ, აგლავენ, სელიზეტ...

$
0
0

ეს პრინცები და პრინცესები თავიანთ ციხე-კოშკებში მეპატიჟებიან, სადღაც განმარტოებულ კუნძულებზე, წყლიანი თხრილებით შემოსაზღვრული, კარფანჯარდაგმანული, სხივვერშეღწეულ სიბნელეში, მაღალ, ცად ატყორცნილ ციტადელებში, ლურჯი ზეცის ხმიანობისკენ, მოჩითული ბრდღვიალა ვარსკვლავების ხმიანობისკენ, უსაზღვრო მინდორ-ველების ხიბლში ჩასაგდებად, ისეთი ბაღების სანახავად, სადაც ყვავილები სეზონის წრებრუნვას აღარ ემორჩილებიან.

ლამპრით ხელში, მოხუცი მეფე და დედოფალი, დარბაზებში დადიან, პრინცებს და პრინცესებს ეძებენ, დარაჯობენ, აღვიძებენ, აძინებენ, შფოთავენ, უხარიათ, აცოცხლებენ, მიწას აბარებენ. ლამპრის ნათელი კარების ჭუჭრუტანაში მიძვრება, ფერმკრთალ შვილებს აფრთხობს, ისინი მხოლოდ წვდიადისთვის დაბადებულან. სამეფო დაგმანული კარებებიდან, თვალ-მარგალიტი ცვივა, ზუმრუხტებისა და ლალის ზვინები დგას, ალმასთა ბრწყინვალება თვალებს აბრმავებს, ამღები კი არავინაა. ქვემოთ, მრუმე ზღვა ნაპირს ეხეთება, ზღაპარს ძირს უთხრის. ვინმემ უნდა შეაჩეროს ეს მუქი მორევი, იქნებ იქ ჩავყაროთ ეს ფერმკრთალი, ოქროსკულულება, სისხლდაწრეტილი, დიდთვალება, უენო ბავშვები?

სახლის კედლებში კვლავ სიმშვიდეა. ყველა მშვიდად ხელსაქმობს, საცაა მშვიდ ძილს მიეცემიან. ეს მყუდრო წუთები მთელ მარადისობას აბრკოლებს. შიშით და განცვიფრებით უყურებ, როგორ ძალუძთ, როგორ ენებათ ასეთი სიმშვიდე, როდესაც სიკვდილი კარსაა მომდგმარი. ეს ნეტარება და ყოველდღიური ქმედება, ეს ყოფა, აქ და ამჟამად, სულის ეს შეურხეველი მეფობა, სხეულის ეს მოდუნებული ელექტროობა, გონის ეს დასაბუთებული გაბრწყინება, ეს ძლიერი სიმშვიდე, ეს ძლიერი ნეტარება, ეს ძლიერი, მნშვნელოვანი, იშვიათი, ნელი მოძრაობები.

Viewing all articles
Browse latest Browse all 176

Trending Articles