
"ენჰედუანა"ეს არის წოდება. "ენ"შუმერულად ნიშნავს უმაღლეს ქურუმს, "ჰედუ", ორნამენტს, ხოლო "ანა" - სასუფეველში მყოფს. შესაბამისად, პირდაპირი თარგმანით გამოდის, "უმაღლესი ქურუმი, სასუფევლის ორნამენტი". უფრო დაზუსტებით კი სახელი იშიფრება როგორც, "ანუს (ცის ღმერთი) უმაღლესი ქურუმი"ან "უმაღლესი ქურუმი, ღმერთ ნანას (მთვარის ღმერთი) ცოლი".
მან მოაწესრიგა და მართა დედაქალაქ ურის მთავრი ტაძრების კომპლექსი. აქადის იმპერია ბევრ ქალაქ-სახელმწიფოებს განაგებდა და მას სჭირდებოდა საერთო ძალა ამბოხებებისგან თავის დასაცავად. რელიგია კარგი საშუალება იყო მართვისთის, სწორედ ენჰედუანას დაევალა ამ ხალხების ერთი რელიგიის ირგვლივ მოქცევა.
აქადის იმპერიის მეორე ხელმწიფე გახდა, ენჰედუანას ძმა, რიმუში. მისი მმართველობის დროს, უკვე მოხუცებული ენჰედუანა გაძევებულ იქნა ურიდან და დროებით მისი ადგილი დაიკავა ლუგალ-ანემ. ენჰედუანამ დახმარებისთვის ქალღმერთ ინანას მიმართა. ასე შეიქმნა მისი ყველაზე ცნობილი ჰიმნი, "ნინმესარა". შუმერებმა ირწმუნეს, რომ ამ ლოცვის წყალობით, ინანამ მათ ცხრა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა, ამიტომ ის კვლავ დანიშნულ იქნა ურის ქურუმად.
![]() |
ვულინის მიერ აღმოჩენილი დისკი |
1927 წელს, ინგლისელმა არქეოლოგმა, სერ ლეონარდ ვულინმა, აღმოაჩინა თითქმის წაშლილი ალიბასტრის დისკი (ინახება პენსილვანიის მუზეუმში), რომელზეც გამოსახულნი იყვნენ რიტუალური წეს-ჩვეულების აღსრულებაში მყოფი ქურუმები. დისკის მეორე მხარეს შემორჩენილი იყო წარწერა: "ენჰედუანა, ზირუ-ქურუმი, ღმერთ ნანას მეუღლე, სარგონის ქალიშვილი, სამყაროს მეფე, ქალღმერთ ინანას ტაძარში".
დისკზე ოთხი ქალის ფიგურა იკითხებოდა: ენჰედუანასი, მისი ქონების მმართველის - ადა, მისი პარიკმახერის - ილუმ პალილიდა მისი გადამწერის - საგადუ.
![]() |
აღმოჩენილი ჰიმნის ერთ-ერთი ფილა |
პოლ კრივაჩეკისკვლევებით, ამ ჰიმნებმა გავლენა იქონის თვით ებრაულ ბიბლიასა და ჰომეროსის ჰიმნებზე.
მის ტექსტებში ასევე ჩანს დაინტერესება მეცნიერებასა და ასტროლოგიის შესახებ. ამიტომ ის არამარტო მსოფლიოს პირველ ავტორად ითვლება, არამედ ასევე მსოფლიოს პირველ მეცნიერ ქალად და პირველ ასტროლოგად.