![]() |
ფრატრიციდი: Daniele Crespi (Circa 1597 - 1630) - Cain Killing Abel |
- სუიციდი - საკუთარი თავის განზრახული მოკვლა
- აუტოციდი - სუიციდი ავტომობილით
- მედიციდი - ექიმის დახმარებით განხორციელებული სუიციდი
- მკვლელობა-სუიციდი - სხვა ადამიანების მოკვლის შემდგომ ჩადენილი სუიციდი
- თვითდაწვა - სუიციდი საკუთარი თავის დაწვით (ექსტრემისტული პროტესტის ფორმა)
- სუიციდი პოლიციელის დახმარებით - დამნაშავის მიერ სპეციალურად განხორციელებული ისეთი აქტივობა, რომლის დროსაც პოლიციელი იძულებულია მოკლას ბოროტმოქმედი
![]() |
ინფანტიციდი: Mexican artist Antonio García Vega |
- ავუნკულიციდი - ბიძის მკვლელობა
- ფემილიციდი - ოჯახის წევრების მკვლელობა
- ფეტიციდი (ან ფოეტიციდი) - ნაყოფის (დაუბადებელი არსების) მკვლელობა
- ფილიციდი - მშობლების მიერ შვილების მკვლელობა
- ფრატრიციდი - ძმის მკვლელობა
- გერონტიციდი - მოხუცისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომ თავი მოიკლას, ან მოუვლელობისგან მოკვდეს ან მიტოვებისგან მოკვდეს. იგივე სენიციდი
- საპატიო მკვლელობა - როდესაც ოჯახის წევრები თავს იკლავენ ღირსების შელახვის გამო
- ინფანტიციდი - ბვშვის მკვლელობა მისი სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში
- მარიტიციდი - საკუთარი მეუღლის მკვლელობა, განსაკუთრებით ცოლის მხრიდან ქმრის მკვლელობა
- მატრიციდი - საკუთარი დედის მოკვლა
- ნეონატიციდი - ჩვილის მკვლელობა მისი სიცოცხლის პირველი 24 საათის ან თვის განმავლობაში
- ნეპოტიციდი - საკუთარი დისძვილის/ძმისშვილის მკვლელობა
- პარიციდი (პარენტიციდი) - საკუთარი დედის ან მამის მოკვლა
- პატრიციდი - საკუთარი მამის მკვლელობა
- ფლორიციდი - საკუთარი ბავშვების მკვლელობა
- სენიციდი - მოხუცის მკვლელობა როდესაც ის ვეღარ მუშაობს და ტვირთად აწვება ოჯახს
- სორორიციდი - საკუთარი დის მკვლელობა
- ოქსორიციდი - საკუთარი ცოლის მკვლელობა
![]() |
გენოციდი: სომეხი ეროვნების მსხვერპლნი |
სხვა ადამიანების მკვლელობები:
- ამიციციდი - მეგობრის მკვლელობა
- ანდროციდი - მამაკაცების სისტემური მკვლელობა
- სიკვდილით დასჯა - სასამართლოს მიერ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
- დემოციდი - ნებისმიერი ადამიანის მკვლელობა მთავრობის მიერ
- ეკოციდი - ბუნების განადგურება ომის დროს, რესურსების ამოწურვა ან დაბინძურება
- ეუთანაზია - ნებისმიერ არსების მოკვლა განსაკუთრებული მიზეზის დროს: დაავადება, დასახიჩრება და ა.შ.
- ფემიციდი - ქალების სისტემური მკვლელობა
- გენოციდი - სისტემური მკვლელობა რომელიმე ეროვნების, რასის, რელიგიური ან ეთნიკური ჯგუფის
- ჰომიციდი - ზოგადად ადამიანის მკვლელობა
- მსხვერპლშეწირვა - ადამიანის მოკვლა რელიგიური რიტუალების დროს
- მკვლელობა - უკანონოდ და ბოროტულად ადამიანის მოკვლა მეორე ადამიანის მიერ
- ომნიციდი - ყველა ადამიანის მკვლელობა
- ფაედოციდი - ბავშვის ან ბავშვების მკვლელობა
- პოპულიციდი - ადამიანების დახოცვა (სისხლისღვრა)
![]() |
გიგანტიციდი: კარავაჯო, "დავითის მიერ გოლიათის მოკვლა" |
ზემდგომის, უფროსის მკვლელობები:
- დეიციდი - ღმერთის ან წმინდანის მკვლელობა
- დომინიციდი - საკუთარი მასწავლებლის მკვლელობა
- ეპისკოპიციდი - ეპისკოპისის მკვლელობა
- გიგანტიციდი - გოლიათის მკვლელობა
- რეგიციდი - მეფის მკვლელობა
- ტირანიციდი - ტირანის მკვლელობა
- ვატიციდი - წინასწარმეტყველის მკვლელობა
![]() |
ურბიციდი ღაზას სექტორში |
არახელშესახები ცნებების მკვლელობები:
- ქრონოციდი - დროის მოკვლა
- ფამაციდი - სხვისი რეპუტაციის მოკვლა, ცილისწამება
- ლიბერტიციდი - პრივილეგირებული ადამიანების მკვლელობა
- ურბიციდი - ქალაქის, დასახლების განადგურება
- ლინგვიციდი - ენის ინტერნაციონალური სიკვდილი
![]() |
აკარიციდი |
- ალგაეციდი - ქიმიური ნივთიერების გამოყენებით ზღვის წყალმცენარეების მოკვლა
- აკარიციდი - ქიმიური ნივთიერების გამოყენებით ტკიპების მოკვლა
- არიეციდი - ცხვრის მოკვლა
- ავიციდი - ქიმიური ნივთიერების გამოყენებით ჩიტების მოკვლა
- ბაქტერიციდი - ქიმიური ნივთიერების გამოყენებით ბაქტერიის მოკვლა
- ბიოციდი - ქიმიური ნივთიერების გამოყენებით ბიოლოგიური ორგანიზმების მოკვლა
- კანიციდი - ძაღლების მკვლელობა
- კერვიციდი - ირმების მკვლელობა
- კეტიციდი - ვეშაპების მკვლელობა
- კულიციდი - ქიმიური ნივთიერების გამოყენებით კოღოების მოკვლა
- ფელიციდი - კატების მკვლელობა
- ფუნგიციდი - ქიმიური ნივთიერების გამოყენებით ობის, სოკოსნაირების, სპორების მოკვლა
- გერმიციდი - ქიმიური ნივთიერების გამოყენებით მიკრობის მოკვლა
- გონოციდი - ქიმიური ნივთიერების გამოყენებით ბაქტერია გონორეას მოკვლა
- ჰერბიციდი - ქიმიური ნივთიერების გამოყენებით სარეველა ბალახის მოკვლა
- ინზექტიციდი - ქიმიური ნივთიერების გამოყენებით მწერების მოკვლა
- იონოციდი - ქიმიური ნივთიერების გამოყენებით Johns-ის (ვერ ვთარგმნე) მოკვლა
- ლარვიციდი - ქიმიური ნივთიერების გამოყენებით მწერის ჭუპრების მოკვლა
- ლუპიციდი - მგლების მოკვლა
- მიკრობიციდი - ქიმიური ნივთიერების გამოყენებით მიკროორგანიზმების მოკვლა
- მუსკიციდი - ქიმიური ნივთიერების გამოყენებით ბუზების მკვლელობა
- ნემაციდი - ქიმიური ნივთიერების გამოყენებით ნემატოდების მკვლელობა
- ოვაციდი - ქიმიური ნივთიერების გამოყენებით კვერცხების მკვლელობა
- პარაზიტიციდი - მთავარი ტერმინი, რომელიც ზოგადად პარაზიტების მკვლელობას გამოხატავს
- პედიკულიციდი - ქიმიური ნივთიერების გამოყენებით რწყილის მოკვლა
- პესტიციდი - მთავარი ტერმინი, რომელიც ზოგადად მწერების მკვლელობას გამოხატავს
- პულიციციდი - ქიმიური ნივთიერების გამოყენებით რწყილის მოკვლა
- რატიციდი - ქიმიური ნივთიერების გამოყენებით ვირთხების მკვლელობა
- სკაბიციდი - ქიმიური ნივთიერების გამოყენებით მუნის ტკიპის მკვლელობა
- სპერმიციდი - კონტრაცეპტივების გამოყენებით სპერმის მკვლელობა
- ტაურიციდი - ხარების, მოზვრების მკვლელობა
- ტენიაციდი - ქიმიური ნივთიერების გამოყენებით tape-ს (ვერ ვთარგმნე, რომელიღაც ჭიაა) მკვლელობა
- ვერმიციდი - ქიმიური ნივთიერების გამოყენებით ნაწლავური ჩხირების მკვლელობა
- ვესპაციდი - ქიმიური ნივთიერების გამოყენებით კრაზანების მკვლელობა
- ვირუციდი - ქიმიური ნივთიერების გამოყენებით ვირუსების მკვლელობა
- ვულპიციდი - მელიების მკვლელობა