Quantcast
Channel: ხელოვნების მახე
Viewing all articles
Browse latest Browse all 176

გარღვეული ნაწიბურის კვალდაკვალ

$
0
0
Chelsea Wolfe - abyss 2015
თუ მაისურის ნაწიბურს გამორღვეულს შევნიშნავ, უმალ ჩემი განცდებიც თან გადაჰყვება გამოძენძილ თოკს და მთლიანობა ირღვევა.
მერე უნდა მოვწვა ან თითზე დავიხვიო, სურვილები ჩავუთქვა და გავწყვიტო.
წყვეტასა და წვას შორის გამართული ბედნიერებათა ბრძოლები ყოველგვარ შედეგს აჭარბებს და ცოტა ხნის სიმშვიდეს მანიჭებს.
ხომ არ ვაგებ ჩემს თავზე ისეთ ხუხულას, რომლის დაჯერებაც შემდეგ თავად მეც აღარ შემეძლება?
უეცარი შეგრძნებით და გააზრებით გვერდიდან ვიხედები საკუთარ თავში, მიკვირს რომ მთავარი ნაწიბური კვლავ ჰაერში კონწიალობს და არც დაწვა შველის და არც თითზე დახვევა. რა ხერხები შეიძლება მოიფიქროს კიდევ ადამიანმა?
ნუ ელოდები მოსახდენს, გაბედე, გადი გარეთ და თავად მოახდინეო. სწრაფად ავიტაცებ, თინეიჯერი გოთი გოგოსავით, რა კარგი ფრაზაა, გულის სიღრმეში გავიფიქრებ და ნაწიბურის დამალვას შევუდგები.
ამ დროს სად იყო გამავალი ხაზი თინეიჯერობასა და ზრდასრულობას შორის? ზრდა შესრულდა? ძალიან ძნელი დასაჯერებელია ასეთი კატეგორიები. ასე ყოველთვის ვიბნეოდი. არაფერს არ ვართულებ, მარტივად. სრულიად მარტივად.
იქნებ, უბრალოდ, სული უნდა შევუბერო და გავაქრო?

Viewing all articles
Browse latest Browse all 176

Trending Articles