Quantcast
Channel: ხელოვნების მახე
Viewing all articles
Browse latest Browse all 176

ბოტანიკური

$
0
0
ყოველი წლის გაზაფხულზე, აპრილის ერთ მზიან შაბათს ან კვირას ბოტანიკურ ბაღში სამოგზაუროდ ვემზადები ხოლმე. არ გეგონოს ამას დიდი ხანია ვაკეთებდე. რამდენიმე წლის წინ იმ ადგილების მონახულება გადავწყვიტე, რომლებსაც ბავშვობის მერე არ ვსტუმრებივარ. ასე აღმოვაჩინე ხელმეორედ ბოტანიკური ბაღი და ჩემს ყოვეწლიურ მოსანახულებელ ადგილად დავსახე.
წელს ყველაფერი შეიცვალა. პანდემიამ ბევრი რამ გადაასხვაფერა. სევდიანად ვუყურებდი წინა წლების ფოტოებს და გონებაში იმ სასიამოვნო შთაბეჭდილებებს ერთმანეთს ვადარებდი.

პირველი წასვლა ყოველთვის აპრილის დასაწყისში იყო, წელს კი, ალბათ, მაისის ბოლოსაც ვერ მოვახერხებ. რამდენი რამ გამოვტოვე უკვე, გაზაფხულის შემოსვლა, აყვავებული ხეები, იასამნები, გაზაფხულის პირველი მახარობელი-ყვავილები... ბევრი რამე გამოვტოვე.

ტერასა ყველაზე მეტად მიყვარს, თავისი ბაყაყიანი გუბურებით და სიმშვიდით. იქ ასვლა ბევრს ეზარება, ამიტომ ადამიანები თითქმის არ არიან. ერთ ხის სკამზე ჩამოვჯდები ხოლმე, დიდი ნაძვის ქვეშ და ბუნებას ვაკვირდები. წინ უზარმაზარი კლდეა. უცნაური ადგილია და მომწონს.
26 აპრილს, ისტორიული ბაღების საერთაშორისო დღეს, ბაღის ფეისბუქის გვერდზე რამდენიმე ძველი ფოტო დაიდო. წარმოიდგინე როგორი იყო ტერასა სულ თავიდან:


იანვრის დასაწყისში, როცა ყოფა ჯერ კიდევ უღრუბლო ჩანდა, ახალი სამსახურის ძიებაში ერთ-ერთ ვარიანტად, სწორედ ბოტანიკური ბაღი განვიხილე. სრულიად წარმომედგინა იქ ჩემი თავი და შესანიშნავი სამოტივაციო წერილიც გავგზავნე, მაგრამ არავინ გამომხმაურებია... ჩემი წერილი ასე მთავრდებოდა: "ჩემს თავს მცენარეების მოვლაში და მიწასთან ურთიერთობაში ვხედავ: ჩათესვა, გადარგვა, ჩითილების მოვლა, მიწის გაფხვიერება... თუ სულ არაფერი, ბუნების რომანტიზებას ხომ მაინც უნდა მოვუღო ბოლო".

არმგონია, რომ ბუნება გარომანტიზებული მაქვს, ხო, ეს უფრო ასეა. უბრალოდ, მასში რაც ხდება, ძალიან ადვილად მისრუტავს და ვნებდები.

რაც კარანტინი გამოცხადდა, სახლში და სხეულში ისეთ ხმებს ვისმენ, რასაც ადრე მხოლოდ ტყეში თუ მივაყურადებდი. ბევრმა ხმამ ოთახის კედლებში გამოღვიძება დაიწყეს. და რაღაც რომ გგონია უცებ, თურმე ეს ხმა სულ შენს გვერდით იყო და ვერც ამჩნევდი. ან თურმე ეს სხეული როგორ ჭრაჭუნობს. ყურებს ნამდვილად დაძაბული პერიოდი დაუდგა.

რა საინტერესოა, ადამიანისთვის ისევ მერამდენედ ისტორიაში ყველაფერი იცვლება, ბუნებაში კი კვლავ არაფერი ხდება. მხოლოდ კარგი, თორემ უარესი არაფერი. 

Viewing all articles
Browse latest Browse all 176

Trending Articles