Quantcast
Channel: ხელოვნების მახე
Viewing all articles
Browse latest Browse all 176

შეწყვეტილი მელოდია

$
0
0

მარჯორი ლოურენსი (1907 - 1979) ავსტრალიელი ოპერის მომღერალი და სოპრანო იყო, რომელიც ცნობილი ვაგნერისოპერების ინტერპრეტაციებითაა. ის იყო პირველი სოპრანო მეტროპოლიტენში, რომელმაც სცენაზე ნამდვილ ცხენზე ამხედრებულმა გააჭენა ცეცხლში, როგორც ეს ვაგნერს უწერია "ღმერთების სიკვდილში".
1941 წელს პოლიომიელიტი დაუდგინეს, რამაც სოპრანოს კარიერა შეაჩერა. 

ლოურენსის ცხოვრების შესახებ 1955 წელს ჰოლივუდში ფილმი, "შეწყვეტილი მელოდია"გადაიღეს, სადაც მისი როლი ელეანორ პარკერმაშეასრულა. პარკერის ბრწყინვალე შესრულებამ ოსკარის მესვეურებიც მოხიბლა და იმავე წელს ნომინაციაზე წარადგინეს. 

ფილმში კარგადაა ნაჩვენები, რომ ოჯახური ბედნიერებისთვის მსხვერპლის გაღება მხოლოდ ქალს არ უწევს და რომ იგივე უნარი კაცსაც უნდა გააჩნდეს. ამას ექიმი თომასი (გლენ ფორდისგმირი) ახერხებს, რომელიც მის ვარსკვლავ ცოლთან შედარებით "არავინაა"და კომპლექსიც მალე იჩენს თავს. 
ჩვეული სტერეოტიპული სცენების ნაცვლად, როდესაც მხოლოდ ქალი ამბობს უარს თავის კარიერაზე, ფილმში ვხედავთ, რომ მეუღლეები თანაბრად იზიარებენ საერთო ბედნიერებისთვის პასუხისმგებლობას, ორივე თმობს, ორივე ეხიდება ერთმანეთს.


მსახიობი ელეანორ პარკერი მთელი ვნებებითა და ემოციებით გადმოსცემს ლოურენსის განსაცდელს, როგორ კარგავს ხმას, საკუთარ სხეულს და როგორ იბრძვის სიცოცხლისთვის. მას მთლიანად აქვს შესისხლხორცებული ლოურენსის გასაჭირი. 
როლზე ლანა თერნერი, გრირ გარსონიდა კეტრინ გრეისონიმოიაზრებოდნენ, თუმცა ის პარკერს ხვდა წილად. პარკერს კარგი ხმა ჰქონდა, იცოდა ნოტების კითხვაც, ამიტომ გადაღებამდე კალიფორნიაში, ტბა ეროუჰედთან განმარტოვდა და ფილმში გაჟღერებული ყველა საოპერო არია დაისწავლა.
"შეწყვეტილ მელოდიაში"ამერიკელი სოპრანოს, ეილინ ფარელისხმა გვესმის, პარკერს ერთი ოქტავათი დაბალი ხმა ჰქონდა, თუმცა ეს მომზადება მას დაეხმარა "lip-synching"-ისგან თავი აერიდებინა. 
როგორც ცნობილია, ყველა არიის სცენა პარკერმა ერთი მისვლით ჩაწერა.

იმ წელს ოსკარი ანა მანიანსხვდა წილად "ვარდის ტატუსთვის". ელეანორ პარკერი ერთ-ერთი იმ მსახიობთაგანია, რომელიც დაუმსახურებლადაა მივიწყებული.

ასევე დაუმსახურებლად მივიწყებული ფილმი ინტერნეტში მხოლოდ ტორენტებსა და იუთუბზე დევს და ბარემ აქვე გავლინკავ (მთლიან ფილმს იუთუბი პოსტში არ მადებინებს, ამიტომ ამ ლინკზედავდებ). 
მუსიკისა და ოპერის მოყვარულებს, წინ დიდი სიამოვნება გელით.


Viewing all articles
Browse latest Browse all 176

Trending Articles