Quantcast
Channel: ხელოვნების მახე
Viewing all articles
Browse latest Browse all 176

ისეთი ზაფხული, როგორიც სკოლაში სწავლისას დგება

$
0
0
გუგლში დასერჩილი ჩემი ბავშვობის სოფლის სახელიდან. © imedinews
წელს ისეთი ზაფხული უნდა მქონდეს, როგორც სკოლის პერიოდში მქონდა. მაშინ, ზაფხულს, "არდადეგებს"ვეძახდით. 
სწავლის ბოლო კვირა ყველაზე უცნაური იყო, ნიშნების გამოსასწორებლად მივდიოდით სკოლაში და მასწავლებლებიც დავალებებს აღარ გვაძლევდნენ. ჰაერში უკვე იგრძნობოდა უზრუნველი დღეების მოახლოება. 
ერთი სული მქონდა როდის ჩავიდოდი ბებოსთან სოფელში. 

ზაფხულის სოფელი სხვა მოვლენა იყო, სკოლაში სწავლის პერიოდის ზაფხულის სოფელი. სულ სხვა ემოციები ახლდა თან და ახლა ძალიან მომინდა თავიდან განმეცადა ისინი. 
რამდენიმე დღის წინ სამსახურიდან დავეთხოვე და განვაცხადე, რომ წლევანდელი ზაფხულის სამი თვე იქნება არდადეგები, აი, ისეთი, სკოლისნაირი. ტახტზე წამოწოლილი, ალუჩით და მარწყვით სავსე ჯამს მოვიდგამ, წინ წიგნს დავიდებ და არაფერზე ვიფიქრებ. 

იქნებ სადმე ერთი-ორი კვირით გავიდე კიდეც, სადმე სახლი ვიქირავო და უზრუნველად ვიცხოვრო. თუ არადა ეგ არაფერი, ერთ-ორდღიან გასვლებს მაინც მოვაწყობ, ხელს ვერაფერი შემიშლის. 

ყოველ დღე იმ მუსიკას ჩავრთავ, ადრე რომ ვუსმენდი და მივივიწყე. კარგ ხასიათზე დავდგები და მარტო ცეკვა და სიმღერა მომინდება. იმ წიგნებს გადავიკითხავ, სადაც ბავშვები ბებიასთან ატარებენ ზაფხულს, რვა ბავშვსაც გავიხსენებ და იმ ბებიასაც, სკანდინავიის რომელიღაც პატარა კუნძულზე მარტო რომ დასახლებულა. 
კიდევ შევეცდები ფერადი რაღაცები ჩავიცვა და ჩემი თავი შევაქო, ვუთხრა, რომ კარგი ბიჭი ვარ და არაფერზე უნდა ვიდარდო. და რომ, სულაც არაა აუცილებელი ჩემი კრისტალის ყელსაბამი მხოლოდ გარეთ მეკეთოს. ამიტომ ახლა, სანამ წერას დავიწყებდი, რკინის კვადრატული ყუთი გავხსენი და იქიდან მუქი სარდიონი ამოვაძვრინე. 

Viewing all articles
Browse latest Browse all 176

Trending Articles