რატომ გვიხარია მინდვრის ყვავილების, ასე უშფოთველად და შემთხვევით რომ მისჩერებიან ცას? არავინ იცის, თუმცა როცა ჩემს აგარაკზე მათი შემჩნევა დავიწყე, მობილურის კამერა მოვიმარჯვე და ჩუმად გადაღება დავუწყე.
ქალაქიდან ჩასულებს მზერა ამღვრეული გვაქვს. რამდენიმე საათი ან დღეა საჭირო ფოკუსის გასასწორებლად. ზოგი ადამიანი მუდამ ამ არეულობით ცხოვრობს და ირგვლივ პატარა სილამაზეებს და დეტალებს ვერ ამჩნევს.
ყველა ეს ყვავილი ჩემი აგარაკის პატარა მდელოზე ხარობს და ყველა 27 მაისს აღვბეჭდე. აქ საინტერესო ისაა, რომ ისინი მეორედ აღარასოდეს განმეორდებიან: ამ ადგილით, ამ ფერით, ფოთლების და გვირგვინის ამ მოძრაობით, ამ დახრით, ამ ჰაერით, ამ სხივოსნობით, ამ გრძედით და განედით.
ამ ყვავილთა სიბრძნის ამბავი კი ასეთია: